LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები სახიფათო ადგილებზე უკონტროლოდ დადიან, სველი წერტილები ისევ მოუწესრიგებელია – ია თაბაგარი

99
ipiccy-image

სახმელეთო საზღვრებზე სველი წერტილები ისევ მოუწესრიგებელია და საზღვრები ჯერ არ გახსნილა, –  საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. ის იმ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც დარგში ჯერ კიდევ აქტუალურია.

„როგორ ხვდება ქვეყანა ტურისტულ სეზონს სინამდვილეში!  ვაქცინაცია ისევ ნელი ტემპით მიმდინარეობს. სიღნაღის რაიონის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, რის გამოც ზარალდება ბიზნესი, სასტუმროები და რესტორნები შეფერხებით მუშაობენ, ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ! წყალმომარაგების კომპანია, ცხელი ხაზი და პასუხისმგებელი პირები სატელეფონო ზარებზე არ პასუხობენ! სახმელეთო საზღვრებზე სველი წერტილები ისევ მოუწესრიგებელია და საზღვრები ჯერ არ გახსნილა! კანიონები დაკეტილია და ტურისტები თავისით სახიფათო ადგილებზე უკონტროლოდ დადიან. სჯობს უსაფრთხოდ იარონ დაცული ტერიტორიების მეთვალყურეობის ქვეშ! კახეთში გვალვაა, წყალი ბევრ ადგილას არ მოდის, ნათესები ვეღარ ირწყვება, აგრო-ტურიზმი სავალალო მდგომარეობაშია! რა უნდა ჰქნას ასეთ ვითარებაში ბიზნესმა???“, – წერს ია თაბაგარი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ტურიზმი 30-50%-ით აღდგება. მისი მტკიცებით, ქვეყანაში უკვე აქტიურად შეინიშნებიან სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები