LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების ხარჯზე გაიზარდა

49
195052655-4086178884805073-1550338297631257696-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რის ხარჯზე ფიქსირდება საქართველოში ეკონომიკური ზრდა, განაცხადა, რომ მაჩვენებლის მატება არ უკავშირდება აზარტულ თამაშებს.

„არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე გაიზარდა. ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა დარგში გვაქვს ზრდა, გარდა – მომპოვებელი ინდუსტრიისა. ამ დარგში, დაახლოებით, იგივე დონეა შენარჩუნებული. სხვა, გადამამუშავებელ, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს, სასტუმროების, ტურიზმის დარგებში არის ზრდა. ყველაზე დიდი, 110%-ზე დიდი ზრდა ფიქსირდება მშენებლობა-დეველოპმენტში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა მაისის თვის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. „2021 წლის მაისში, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპორტში გვაქვს თითქმის 45%-იანი ზრდა. ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს“, – განმარტა თურნავამ.

მისივე თქმით, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, გვაქვს ჩვენი პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის დონეზე, ხოლო წინა წელთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები