LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა – ლირა კიდევ უფასურდება

30
ლირა ერდოღანი

თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 83.45% შეადგინა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი ნიშნულია. ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება.

სექტემბერში, გასულ თვესთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასები 3.08%-ით გაიზარდა, გაძვირების ყველაზე ძლიერი ტენდენცია კი სურსათისა და ენერგოპროდუქტების კატეგორიებში დაფიქსირდა. მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 100 საბაზო პუნქტით, 12%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

ამასთან, თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში საბინაო და კომუნალური მომსახურების ღირებულება 84,7%-ით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება – 117,7%-ით, ელექტროენერგიის ფასი 133%-ით გაიზარდა. საკვები და უალკოჰოლო სასმელები 93,1%-ით გაძვირდა.

ასევე, დღეს დილით ლირის კურსი დოლართან მიმართებით კიდევ დაეცა და ერთი დოლარის ღირებულება 18,562 ლირა გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები