LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას ცხრა სამხედრო ემსხვერპლა

80
nine-turkish-soldiers-killed-in-helicopter-crash-1614876264-3067

თურქეთში, ბითლისის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, ცხრა თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიფრინავდა, რა დროსაც მასთან კავშირი შეწყდა. საძიებო სამუშაოები უპილოტო საფრენი აპარატებით მიმდინარეობდა.

მომხდარის მიზეზებად ამინდის გაუარესება და ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.