LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში დაკარგულ მამაკაცს უკვე 4 დღეა უშედეგოდ ეძებენ

113
95897217-2299113780392841-6656031825019797504-o

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. ზვავში დაკარგულ კაცს უკვე მეოთხე დღეა, მაშველები უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუშინ შეჩერდა.

ადგილზე იმყოფებიან ჰიდრომეტეოროლოგები, რომლებიც ვითარებას უკვე რამდენიმე დღეა, სწავლობენ. სპეციალისტების შეფასებით, არსებობს ზღვავის და ღვარცოფის საშიშროება, სამძებრო სამუშაო პერიოდულად სწორედ ამ მიზეზით წყდება.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო- ომალოს დამაკავშირებელ გზაზე 5 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია „თუშეთის გზის“ თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები