ტვ „პირველში“ პროკურატურა შევიდა. როგორც არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ტელევიზიაში იმის დასადგენად მივიდნენ, როდის და ვის მიერ იყო გაგზავნილი ბმული, სადაც სუს-ის საიდუმლო ფაილები იყო ატვირთული.
ტელეკომპანიის განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ, ტვ „პირველი“ დათანხმდა ეჩვენებინა როდის და საიდან შევიდა შეტყობინება ტელევიზიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.