LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავები უკვე მზადაა: თბილისიდან ტაილანდის და კანადის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება

750
Psych-cheap-flights-GettyImages-126346908

თბილისის აეროპორტიდან ტრანსკონტინენტალური რეისების დაწყების თარიღი ცნობილია – ინფორმაციას BPN ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ფრენები ივლისიდან დაიწყება.

როგორც ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, თუ ეპიდსიტუაციამ ხელი არ შეუშალათ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება კანადის, ტაილანდის, ჩინეთის მიმართულებით.

“თბილისიდან ტრანსკონტინენტალური რეისები ზაფხულიდან შესრულდება. ამ კუთხით ვთანამშრომლობ ,,ტავ ჯორჯიასთან“, რომელიც თბილისის აეროპორტის მმართველო კომპანიაა. მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ. თბილისი -ტორონტო, თბილისი – ჰონგ-კონგი, თბილისი-ბანგკოკი და ასეთ შორ რეისებზე ვიფრენთ, ჩვენი გეგმა ასეთია, ივლისიდან ვგეგმავთ ამ რეისების დაწყებას, ეპიდსიტუაციის კუთხით კიდევ რამე თუ არ გაფუჭდა მნიშვნელოვნად. ამისთვის თვითმფრინავები უკვე მზადაა“, – განაცხადა კოდუამ BPN-თან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები