LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twitter-მა ძველი ლოგო – ლურჯი ჩიტი დააბრუნა 

164
twitter

Twitter-მა ძველი ლოგო – ლურჯი ჩიტი დააბრუნა. რამდენიმე დღის წინ უმდიდრესმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა Twitter-ის ტრადიციული ფრინველის ლოგო შიბა ინუს ძაღლით ჩაანაცვლა, რომელიც ასევე კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ლოგოდ გამოიყენება.

მორიგი ცვლილების შესახებ კომპანიაში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. საკითხს არც ილონ მასკი გამოხმაურებია.

Twitter-ის ლოგო ლურჯი ჩიტი სოციალურ ქსელს 2012 წლიდან აქვს.

 

ილონ მასკმა Twitter-ის ლოგო შეცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები