LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twitter-ი პოლიტიკურ რეკლამას აკრძალავს

86
2018-07-06T203624Z-1-LYNXMPEE65206-OUSTC-RTROPTP-3-TECH-US-TWITTER-INC-SUSPENSIONS-1530910825

სოციალური ქსელი „თვითერი“ (Twitter)  პოლიტიკური რეკლამის სრულად აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ სოციალური ქსელის შემქნელმა, ჯეკ დორსიმ განაცხადა. მან საკუთარ „თვითერის“ გვერდზე  სტატუსი გამოაქვეყნა.

„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით Twitter-ზე ყველანაირი  პოლიტიკური რეკლამის განთავსება შევწყვიტოთ.  ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური გავლენა უნდა დაიმსახურო და არა იყიდო. რატომ? ამის რამდენიმე მიზეზია…“ – წერს ჯეკ დორსი.

აკრძალვა  22 ნოემბრიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვეში Twitter-მა სამთავრობო მედიის რეკლამა აკრძალა. ეს გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ჯანსაღი დისკუსიისა და ღია ურთიერთობების“ დაცვის მიზნით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები