უბედური შემთხვევა თბილისში – ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. პირველადი ინფორმაციით, პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. პირველი არხის ინფორმაციით, გოგონა „ნიუ ჰოსპიტალში” რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.