LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბრალო დამთხვევა, თუ კიდევ ერთი უცნაურობა: რატომ იწყალებს პრეზიდენტი ყოველთვის ერთ კაბაში გამოწყობილი

430
სალომ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებისას თითქმის ყოველთვის სკანდალში ეხვევა.

ყველას გვახსოვს, რომ გასულ წელს მარიამობისას შეწყალებულ პატიმრების რიცხვში მოხვდნენ სამი მკვლელი, ორი ნარკორეალიზატორი და სამი ჯგუფური მოძალადე.

როგორც ამბობენ, პრეზიდენტმა პატიმრების გათავისუფლებას ისე მოაწერა ხელი, რომ არც გაეცნო დაზარალებულების სიას. 

ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ...

აღნიშნული სკანდალის შემდეგ ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 

გასულ კვირას ზურაბიშვილმა კვლავ შეიწყალა პატიმრები.

„ორ ადამიანს ქვეყნის ბედს არ გადავაყოლებ. მივიღე გადაწყვეტილება გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შევიწყალო. ვიცი, რომ საზოგადოების ნაწილი ჩემ გადაწყვეტილებას ვერასოდეს მაპატიებს, მაგრამ მზად ვარ, ეს დარტყმა ჩემზე ავიღო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ...

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ამ განცხადებების ბევრს არ სჯერა.

სალომე ზურაბიშვილს სახეზე ეწერა, რომ აწყალებინებდნენ და არ იწყალებდა, აცხადებენ ოპოზიციაში და ამ ვერსიის ბევრს სჯერა. 

შეიძლება ითქვას, სკანდალური შეწყალებების სერია გრძელდება. თუმცა სოციალურ ქსელში ერთ უცნაურ დამთხვევაზეც წერენ, რომელიც პრეზედენტის შეწყალებებს თან ახლავს. როდესაც ის ხელს აწერს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებას ამცნობ საზოგადოებას, ყოველთვის ერთ კაბაზე აკეთებს არჩევანს.

„უბრალოდ დამთხვევაა, თუ ჩვენი პრეზიდენტის კიდევ ერთი უცნაურობა“? – კითხულობენ სოციალურ ქსელში.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g