ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. ინციდენტი განდის 150-ე წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მოხდა. მძარცველებმა მემორიალთან საღებავით წარწერა: „ერის გამყიდველი“ დატოვეს. ფერფლის გაქრობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა შენიშნა, რომელიც „ერის მამის“ ხსოვნისთვის პატივის მისაგებად იყო მისული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, დანაშაული სავარაუდოდ განდის მკვლელის თაყვანისმცემლის მიერ არის ჩადენილი.

განდი 1948 წელს ნაციონალისტმა რადიკალმა ნათჰურა გოძემ მოკლა, რის შემდეგაც მისი ცხედარი დაწვეს და ფერფლი რამდენიმე ნაწილად გაყვეს. ერთ-ერთი მათგანი მიდჰია-პრადეშის შტატში, მემორიალში ინახებოდა. ნათჰურა გოძე კი სიკვდილით დასაჯეს.  ინდოელთა აბსოლუტური უმრავლესობა მაჰათმა განდის როგორც „ერის მამას“ მოიხსენიებს.

ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი პატივს მიაგებს განდის მემორიალთან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით

 

მაჰათმა განდი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არაძალადობრივ წინააღმდეგობრივ მოძრაობას ინდოეთში ბრიტანული კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05