“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მის ხროვას ტორმუზი არ აქვს,” – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის გლდანის დაწესებულებაში შესახლების ეპიზოდებია ასახული.
ამის შესახებ უგულავა “ფეისბუქში” წერს და აღნიშნავს, რომ ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი “დუხზეა”:
“საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა რომ ის “დუხზეა” და თავს არ უხრის ამ ნაბიჭვრებს.
დადასტურდა, რომ მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მის ხროვას ტორმუზი არ აქვს.
პ.ს. ნუ ეძებთ ლოგიკას მათ ქმედებაში – რაში სჭირდებოდათ ამის გამოქვეყნება? – შეკითხვა არარელევანტურია. გუშინ სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს, დღეს ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ გავს რადგან ჯანზეა. მერე რა, რომ ამ შიმშილის გამო გადმოიყვანეს რუსთავიდან გლდანში.
ნუ ეძებთ ლოგიკას ქოცების ქმედებაში. მათ არ ადარდებთ რა თქვეს გუშინ. მთავარია თავის ტელევიზიებს და მომხრეებს ყოველ დღე მიაწოდონ ახალი დოზა ნარკოტიკის. ნარკოდამოკიდებული არასდროს იხსენებს გუშინდელ დღეს. მას ნარკოტიკი ყოველთვის სჭირდება დღეს და ახლა. ასე გააუბედურა ივანიშვილმა თავისი მომხრეები. ეს ბრძოლა მათი თავისუფლებისთვისაა პირველ რიგში.” – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრები პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა.
კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ სააკაშვილი დაწესებუელბაში და როგორია მისი რეაქცია მას შემდეგ, რაც იგებს, რომ სამოქალაო კლინიკის ნაცვლად გლდანის დაწესებულებაში მიიყვანეს.
ვრცლად თემის შესახებ:
ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს
ხოშტარია: წარმოუდგენელი კადრებია, ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა