გიგი უგულავას ყოფილი ცოლი, ლელა კილაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გიგი ,სადრო ,თქვენი სიყარული მოერევა ყველა განსაცდელს ❤ძალიან მალე ისევ ერთად იქნებით ?ბოროტება არის ხანმოკლე ,სიყვარულს და სიკეთეს არ აქვს დასასრული. გიგი შენ ძალიან კარგი ადამიანი და ძლიერი კაცი ხარ.კიდევ ერთხელ გაუძელი ,იქიდან ათასჯერ უფრო ძლიერი დაუბრუნები”- წერს ლელა კილაძე.
უგულავა დაპატიმრებამდე შვილს ემშვიდობება: ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, თვითონ მივალ ციხეში
"ბრძოლა გრძელდება. მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით,"
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნეს დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.