LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხანის პროვიანციაში, ვირუსით ნაკლებმომართვიანობის გამო, საავადმყოფოებს ხურავენ

721
a96138b

ჩინეთი აპირებს, უხანის პროვინციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საგანგებოდ გახსნილი 16 საავადმყოფოდან 11 დახუროს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსის მხოლოდ 40 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ადგილობრივად ვირუსის ტრანსმისია 0 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

„ჩვენ სიფრთხილე მაინც უნდა შევინარჩუნოთ, ბრმად ოპტიმისტები არ უნდა ვიყოთ“, – აცხადებს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი.

რითი განსხვავდება COVID-19 ჩვეულებრივი გრიპისგან – დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

ცნობისთვის, ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე, ამ დროისთვის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3100-ს გადააჭარბა. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 106 ათას გადასცდა. ვირუსმა 3 594 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. დაინფიცირების დინამიკა იკლებს ეპიდაფეთქების ცენტრში, ჩინეთში, თუმცა დაავადების შემთხვევები იზრდება ევროპაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g