LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა საქართველოსთან ერთად ახალ თავისუფალ სავაჭრო ზონას ქმნის

72
დროშები

ნიუ-იორკში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) მინისტრთა შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქონლის ადგილწარმოშობის განსაზღვრის შესახებ, რაც სუამ-ის ქვეყნებს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რაც სუამ-ის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის რეგიონების აღდგენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები