LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება, ჩვენი მეგობრები მიიღებენ მაღალი ტექნოლოგიის, სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორებს – ლევან დავითაშვილი

137
ლევან-დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება.

დავითაშვილის თქმით, გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია და უკრაინელი მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სიმძლავრის საიმედო გენერატორებს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.

„გენერატორებთან დაკავშირებით იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენ მივიღეთ თხოვნა უკრაინელი კოლეგებისგან, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და ასევე სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრაგენერატორები მარაგში ნამდვილად არ გვქონდა. შემდგომში პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და მივიღეთ დავალება, გამოიყო ამისთვის რესურსები და დაწყებულია შესყიდვის პროცესი. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით, ისინი მიიღებენ ადეკვატურად, საჭიროების შესაბამის მოწყობილობებს, მაღალი ტექნოლოგიის ძალიან საიმედო გენერატორებს. ამისთვის ჩართულია ჩვენი ექსპერტული ჯგუფი. უკვე მიმდინარეობს შესყიდვის პროცესი, ისე რომ, წლის ბოლომდე საქართველოდან გენერატორები გაიგზავნება.

აქ მნიშვნელოვანია სიმძლავრეები. ჩვენ ისე დავგეგმეთ, რომ გენერატორები იყოს სხვადასხვა სიმძლავრის, რათა ჰქონდეთ მაქსიმალური მოქნილობა და უკრაინაში გამოიყენონ როგორც კორპუსებისთვის, ისე, დავუშვათ, კორპუსების ბლოკებისთვის. ასე რომ, ენერგეტიკული კუთხით კარგად გათვლილი შესყიდვის კონტრაქტია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g