ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს ფინანსურ ბაზრებზე წვდომას შეუზღუდავს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევებისთვის, ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად სანქციების ძლიერი და ყოვლისმომცველი პაკეტი შეიმუშავა.
„სანქციები მოიცავს ფინანსურ ასპექტსაც: თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ შევზღუდავთ ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის წვდომას და დავაწესებთ საექსპორტო კონტროლს, რაც რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზების საშუალებას არ მისცემს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაღალტექნოლოგიური საქონელი, რომლის ჩანაცვლებაც რუსეთს არ შეუძლია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი აძლიერებს თავის შესაძლებლობებს კიბერშეტევების მოგერიების კუთხით და ასევე ემზადება კონფლიქტის შემთხვევაში მიგრანტთა ნაკადებთან გასამკლავებლად.