LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელ ლტოლვილებს ევროკავშირში სამი წლით ცხოვრების უფლება ექნებათ

96
1

საომარი მოქმედებების გამო, უკრაინიდან ლტოლვილმა მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში სამი წლის განმავლობაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღეს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ლტოლვილები უკან უსაფრთხოდ ვერ დაბრუნდებიან, ეს სტატუსი შეიძლება კიდევ ორი ​​წლით გაგრძელდეს.

“უნიანი” უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სასტიკი თავდასხმა დაიწყო, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის 875 000 ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

მათგან ნახევარზე მეტი – 454 ათასი ადამიანი წავიდა პოლონეთში, 116 000 – უნგრეთში, 67 000 სლოვაკეთში, 45 000 რუმინეთში და 79 000 მოლდოვაში, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ევროკავშირი ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეებისა და რეზიდენტების უფლებას – იცხოვრონ, იმუშაონ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, საცხოვრებელი და განათლება დაუყოვნებლივ ერთ წლამდე, თავშესაფრის მიღების ხანგრძლივი პროცედურების საჭიროების გარეშე.

თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება, ან ლტოლვილები ვერ დაბრუნდებიან უსაფრთხოდ, ეს სტატუსი შეიძლება კიდევ ორი ​​წლით გაგრძელდეს. უკრაინის მოქალაქეებს უკვე აქვთ 90-დღიანი უვიზო წვდომა ევროკავშირში, მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობის ეს უპრეცედენტო ცვლილება გარანტიას იძლევა ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g