LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: „ბოლო დღე-ღამეში ლიკვიდირებულია კიდევ 400 რუსი ჯარისკაცი“

73
Untitled design (7)

უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების შესახებ ქვეყნის გენერალური შტაბი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ 400 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განახორციელა.

ომის დაწყებიდან დღემდე კი რუსეთმა 44 700 სამხედრო დაკარგა.

როგორც უკრაინის გენერალური შტაბი წერს, განადგურებულია 1 899 რუსული ტანკი; 4 195 ჯავშანტექნიკა; 1 016 საარტილერიო სისტემა; 234 ვერტმფრენი; 266 რეაქტიული სისტემა;  141 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 795 უპილოტო საფრენი აპარატი და 190 ფრთოსანი რაკეტა.

უწყების ცნობითვე, რუსებმა უდიდესი დანაკარგები განიცადეს დონეცკის მიმართულებით.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები