LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს

106
3000

უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აღიარეს. კერძოდ, სლავიანსკის, სევეროდონეცკის, კრივოიროგის მიმართულების და ასევე კრანოგოროვკასა და პოლტავკასთან.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„სევრესკის მიმართულებით რუსეთის არმიას აქტიური ქმედებებისთვის არ მიუმართავს. სარაკეტო დარტყმა მიიტანეს სუმის ოლქზე და რამდენიმე დასახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სლობოჟანსკის მიმართულებით რუსი ჯარისკაცები კვლავაც ემზადებიან შეტევისთვის. ავსებენ მატერიალური საშუალებებს მარაგებს და აძლიერებენ შეიარაღებით პოტენციალს რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, რუსეთის არმია ცდილობს, შეამციროს უკრაინული არმიის შეტევის შესაძლებლობები და ამ მიზნით ცეცხლს უხსნის უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს საარტილერიო დანადგარებიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

მტერმა ცეცხლი გახსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახლებულ პუნქტებში – ვაშკიროვკაში, მოსპინოში, რუსკაია ლაზოვაიაში, პეჩენეგასა და მიხაილოვკაში. საავიაციო დარტყმა განხორციელდა ნოვოეს სიახლოვეს“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით, რუსეთის არმია კონცენტრირებულია პოზიციების გამაგრებაზე და აგრძელებს სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით ცეცხლის გახსნას.

„ბოგოროდიჩნოესა და დოლინას დასახლებულ პუნქტებთან შტურმის მცდელობა უშედეგო იყო და დანაკარგის შემდეგ მათ უკან დაიხიეს“, – წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

რაც შეეხება დონეცკის მიმართულებას:

„ლიმანის მიმართულებით რუსეთის არმიამ ცეცხლი გახსნა ოთხი დასახლებული პუნქტის მიმართულებით, ხოლო შტურმის მცდელობა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს. მეტელკინოსა და ბელოგოროვკის მიმართულებიდან რუსები შეტევა მოგერიებულია“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბრძოლა გრძელდება ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრალურ ნაწილში. რუსი ჯარიკსაცები აგრძელებენ სროლას ბახმუტის რაიონშიც, სადაც მათი შეტევა ასევე წარუმატებელი იყო.

გენშტაბის ინფორმაციით, ავდიევკის, კურახოვის, ნოვოპავლოვის და ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსეთის არმიას აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია. გრძელდება დასახლებული პუნქტების მისამართით სროლა. მათ შორის მარინკას, პესკის და ნოვომილაილოვკის მიმართულებით. იუჟნობუჟსკოს მიმართულებით კი, დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა გამოიყენეს ნაღმტყორცნები, არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ასევე, იყო იერიშის მცდელობა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათ უკან დაახევინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები