LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

171
საჰაერო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მათივე ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн-ი იუწყება, რომ ბელარუსის ორი აეროდრომიდან რუსული გამანადგურებლები აფრინდნენ. კერძოდ, საუბარია MiG-31K-ის ტიპის ორ საბრძოლო თვითმფრინავზე, L-76 A-50U-ის ტიპის თვითმფრინავსა და კიდევ ორ გამანადგურებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები