LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პატარა გულშემატკივარი – სოფო ნიჟარაძე ელის-მარია სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს

942
saakashvuliiii

მომღერალი სოფო ნიჟარაძე შვილის, ელის-მარია სააკაშვილის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. ელის მარია ამჯერად ლეგოებით ხელშია, რომელიც უკრაინის დროშის ფერებშია. მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილის ფოტოს, მომღერლის გამომწერების კომენტარებით ეხმაურებიან.

„შენ შემოგევლე მაგ ულამაზეს პატარა ხელებში;

უსაყვარლესი გოგო, დედიკო და მამიკოს საამაყო შვილი;

ძალიან საყვარელი და ძალიან ჭკვიანი გამოხედვა აქვს. გაიხარე პაწუკა ანგელოზო;

ვუყურებთ და ვეფერებით მთელი ოჯახი;

ლამაზი და დახატული პრინცესა“. – წერენ მომღერლის გულშემატკივრები კომენტარებში.

კომენტარების მიხედვით ხალხის აზრი იყოფა და პატარა გოგონას ზოგი დედას, ნაწილი კი მამას ამსგავსებს:

„მიშა გოგოს ფორმაში;

თანდათან როგორ ძალიან გემსგავსება სოფია, ეს საყვარელი გოგო“.

ელის მარია სააკაშვილი პირველად, დედასთან ერთად საახალწლო ეთერში გაიცნო, სადაც ის დედიკოს სიმღერის დროს სცენაზე გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g