LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო, აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

59
Untitled design

უკრაინის ოთხი რეგიონის – ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს უკანონო ანექსიის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.

პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს

როგორც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი აცხადებენ, სანქციების მთავარი სამიზნე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია.

მათ შორის არის ორი საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანია, რუსეთის ფინანსური უწყებების სამი ლიდერს, რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი და რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს 278 წევრი.

„ჩვენ არ გავდგებით გვერდით, როდესაც პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას“, – განაცხადა სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.

„ფინანსთა დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა დღეს იღებენ ყოვლისმომცველ ზომებს, რათა კიდევ უფრო შესუსტოს რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი და მისი უნარი – აწარმოოს უკანონო ომი“, – განაცხადა იელენმა და აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ დააყოვნებენ „მკაცრ ქმედებებს“ რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, იმ ადამიანებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ამ ომსა და ამ ცრუ რეფერენდუმებში.

ზელენსკი: უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატოს დაჩქარებული წესით მიმართავს

ზურაბიშვილი: ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის რომ გაამყაროს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს

ევროკავშირის ქვეყნები: ვგმობთ და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას

პუტინი: ყველამ დაიმახსოვროს – ლუჰანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ ხდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები