LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულის გამო, 21 წლის რუს სამხედროს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

518

უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის სასამართლომ სუმის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის, პირველი რუსი სამხედრო, მე-4 სატანკო დივიზიის კანტემიროვსკაიას დივიზიის მეთაური, სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი გაასამართლა.

ვიდეო: „გულწრფელად ვნანობ, რაც გავაკეთე. იმ მომენტში ვნერვიულობდი, იყო საომარი მოქმედებები, არ მინდოდა მოკვლა, მაგრამ ასე მოხდა...“ – 23 მაისს პირველი რუსი სამხედროს გასამართლების განაჩენი გამოცხადდება

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა, რომელსაც სუმის რაიონში უიარაღო მოქალაქის მკვლელობაში ედება ბრალი, სასამართლოში ბოლო სიტყვა თქვა.

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

„შიშიმარინი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის დანაშაულში. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 1 მარტიდან ითვლება. აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, სასჯელის კანონიერ ძალაში შესვლამდე უცვლელი დარჩეს.“– წაიკითხა საქმის მოსამართლემ განაჩენის ფრაგმენტის გამოცხადებისას.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, 21 წლის რუსმა სამხედრომ, სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკაში, უიარაღო, 62 წლის მცხოვრები ალექსანდრე შელიპოვი, რომელიც გზის პირას, ველოსიპედით მიდიოდა და სამოქალაქო სამოსში იყო ჩაცმული, „კალაშნიკოვის“ავტომატიდან თავში დამიზნებით, რამდენიმე გასროლით მოკლა. 18 მაისს, სასამართლო სხდომაზე, შიშიმარინმა დანაშაული აღიარა.

magti 5g