ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას ეხმიანება.
მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში ირწმუნება, რომ თეთრი სახლი უკრაინას მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდის, თუმცა კრემლში ამბობენ, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება ზრდის რუსეთსა და აშშ-ს შორის შეტაკების რისკს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა:
“უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება, როგორი არგუმენტებითაც უნდა ცდილობდეს ვაშინგტონი, ზრდის რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი შეტაკების რისკს. იარაღის მიწოდება იზრდება და ეს ზრდის ასეთი განვითარების რისკებს”, – თქვა მან.
რუსულ მედიასთან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში არ ცდილობდა, რაიმე გაეკეთებინა, რათა ეპოვა გამოსავალი უკრაინის კონფლიქტში.
“რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ კი ახლა ვაშინგტონი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს”, – თქვა მან.
მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ “კონფლიქტის გაჭიანურება რუსეთის მტრების ხელშია, მაგრამ უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში მიღწეული იქნება”.
“ჩვენი პოზიცია პირდაპირი და ყველასთვის გასაგებია: სპეცოპერაციის მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული და კონფლიქტის გაჭიანურება რუსეთის მტრების ხელშია. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ”, – აღნიშნა მან.
ს გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი კიევს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს