აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა მე-10 დღეა არ დაფიქსირებულია.
ვირუსზე 246 პირი გამოიკვლიეს და ყველას ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ამ დრომდე, კლინიკა “მედალფაში” 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.
ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, 81 წლის პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკაში რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.