LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობის სხდომა დასრულდა

107
volski-770x433

“უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რომ ჩვენი ექიმი ოკუპანტების ხელიდან დავიხსნათ”,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ის თემები გააცნო, რაზეც მისი თქმით, უმრავლესობა მსჯელობდა.

დეპუტატის თქმით მმართველი პარტიის წევრებმა ილაპარაკეს მომავალი წლის ბიუჯეტზე და სოციალურ პროექტებზე, ასევე უმრავლესობაში მყოფმა პროფესიით ექიმებმა გადაწყვიტეს გააკეთონ განცხადება საოკუპაციო ძალების მიერ დაპატიმრებულ ექიმთან, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით და შეეხენენ აქტივისტების და ოპოზიციის მოთხოვნებს ე.წ. არჩევნების გერმანულ მოდელთან დაკავშირებით. გია ვოლსკის თქმით, ამ თემაზე სამსჯელოდ მათ ბევრი დრო არ დაუხარჯავთ, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას რაც გაგვაჩნია და უფრო მეტს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტები ახსნიან.

 

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმაკიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო

„უმრავლესობის რიგებში მყოფმა ექიმებმა ინიციატივა გამოიჩინეს და ცხინვალში ჩვენი ექიმის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით, მოკლე მიმოხილვა იყო, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რათა ეს ადამიანი დავიხსნათ ოკუპანტების ხელიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქართული ოცნების დეპუტატს, გია ვოლკის უმრავლესობიდან წასულ 12 დეპუტატზე დაუსვეს კითხვა, რაზეც უპასუხა, რომ “საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი” დარჩა პარტიაში.

“ამას მალე იხილავთ. დაკომპლექსტდება ადგილები”, — თქვა გია ვოლკისმ დღეს, 16 ნოემბრის უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სხდომის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ოფისიდან დეპუტატი გუგული მაღრაძე გამოვიდა. შეკრებილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შეძახილებით გააცილეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – „გრცხვენოდეთ“, „მონებო“.

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ სამართალმცველია, ხელი დაარტყა. „ქართული ოცნების“ ოფისთან მყოფმა,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ მას მოუწოდა, აღნიშნული ფაქტი პოლიციის განყოფილებაში დააფიქსიროს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები