LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნივერსიტეტი ბორბლებზე” – “გირჩის” იდეა დღეს უკვე 100-მდე მოქალაქემ აიტაცა

221
71272607-2415561088532576-4190131894538469376-n (1)

“გირჩის” მიერ შექმნილი ტაქსების ალტერნატივა “შმაქსი”, რომელიც ხალხმა უბრალოდ ხუმრობად აღიქვა, სინამდვილეში საგანმანათლებლო პლატფორმაა. 

გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს [ვიდეო]

გირჩში ამბობენ, რომ ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დღეს თბილისში უამრავი ადამიანია, რომელიც თავისი სამსახურის პარალელურად ტაქსაობდა, მერიის რეგულაციებმა კი ეს შესაძლებლობა წაართვა.

სწორედ ამ ადამიანებს, ჩვენ საგანმანათლებლო პლატფორმა მივეცით. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ “გირჩის” იდეები თავისუფლების, სწორი მორალის შესახებ გააცნონ ადამიანებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. თანხა მიღებული ინფორმაციის მოცულობის მიხედვით იქნება.

დღეს უკვე დილიდან რიგია, რაღაც მომენტში ვერ ავუდიოდით, მაგრამ ახლა შედარებით დავლაგდით.

100-მდე ადამიანია ამ დროისთვის, ვისთანაც ხელეშეკრულება გავაფორმეთ.

“ფორტუნას” კითხვაზე, ხომ არ უბიძგებს ეს ხალხს უკანონო ქმედებისკენ, ჯაფარიძე პასუხობს, რომ არა. 

შმაქსი პატრულმა გააჩერა, მაგრამ ვერ დააჯარიმა [ვიდეო]

"თქვენი შმაქსით შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა".

“გირჩის წევრებს კანონი არაერთხელ დაურღვევიათ, რათა მოქალაქეებისთვის აეხსნათ, რომ ის კონკრეტული კანონი არასწორი იყო.

კანონიერება არ ნიშნავს სამართლიანობას.

იმისთვის, რომ მანქანას ტაქსი ეწოდოს, ის უნდა იყოს თეთრი, მას ტაქსის ნიშანი უნდა ჰქონდეს, არ შეიძლება მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი, ანაზღაურებას უნდა იღებდეს ტრანსპორტირების სანაცვლოდ. ჩვენს შემთხვევაში მანქანა სხვადასხვა ფერისაა, ანაზღაურებას არ ვიღებთ მზგავრის გადაყვანაში, მიწოდებულ ინფორმაციაში,

ეს არის უნივერსიტეტი ბორბლებზე. ვინ თქვა, რომ განათლება მაინცდამაინც ბლოკიან და მეტალოპლასტმასიან კარ-ფანჯრიან შენობაში უნდა მიიღონ.

ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ტაქსების რეფორმა “სრული სიგიჟე” იყო და ამან უკვე არაერთი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g