LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო – მეათე პაკეტის შემოღებას 24 თებერვლამდე ვაპირებთ

123
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს 24 თებერვლამდე მიიღებენ.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს.

„რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მილიარდი ევრო იქნება” , – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ლაიენმა, კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს პაკეტი ფოკუსირებული იქნება ტექნოლოგიებზე, რომლებიც არ უნდა გამოიყენოს რუსულმა სამხედრო მანქანამ.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო ღრმად ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც აღმოჩენილია, მაგალითად, დრონებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ხელმისაწვდომი არ იქნება რუსეთისთვის“ , – დასძინა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები