LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: წარმატების მისაღწევად, საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად

95
ურსულა ფონ დენ ლაიენი

წარმატების მისაღწევად საქართველო – რომელიც იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა – უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

„საქართველოს აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები – ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა წარმატების მისაღწევად, ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან უნდა შექმნას მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად დაადგენს აუცილებელ რეფორმებს, პროცესში ჩართავს სამოქალაქო სექტორს და დაიმსახურებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის სხდომაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g