LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: „გამიჩნდა განცდა, რომ მეორე, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის, საარჩევნო კოდექსია, იმის საჩვენებლად, თუ რა ჭაობში ვფართხალებთ ახლა“

133
უსუფაშვილი დავით

„დედამიწიდან გზავნილებს შორის არის ქართული ჩაკრულო. 35-წლიანი საარჩევნო პრაქტიკის შემდეგ, გამიჩნდა განცდა, რომ მეორე რამ, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის, საარჩევნო კოდექსია, იმის საჩვენებლად, თუ რა ჭაობში ვფართხალებთ ახლა ეს საოცარი ხალხი“, – ამის შესახებ , – ამის შესახებ „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს აღნიშნა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში „საოცარი ურთიერთშერკინება იწყება“.

ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ არჩევნები მოახლოვდება თუ არა, ეს გადასარევი ხალხი, „ჩაკრულოს“ შემქმნელი და არა მარტო „ჩაკრულოსი“, ვიწყებთ საოცარ ურთიერთ შერკინებას – ნახევარი საქართველო მეორე ნახევარ საქართველოს დავდევთ და ვუყურებთ ერთმანეთს ჯიბეში, ხელებში, ხომ არაფერი ჩააგდო, ხომ არაფერი ამოიღო, ბიულეტენი ხომ არ დაწვა, ხომ არაფერი ჩაასწორა. ერთმანეთს ვაღიარებთ როგორც ხმების მომპარავ, გამყალბებელ, ქურდბაცაცა ადამიანებად და ამ პროცესიდან მერე გვინდა, რამე კარგი გამოვიდეს.

ასეთი არჩევნების გზით რომ მივიღებთ ხელისუფლებას, ოპოზიციას და პოლიტიკურ სპექტრს, გვინდა ხოლმე, რომ ამან რამე დადებითს დაუდოს საფუძველი – ეს შეუძლებელია! ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ იმ ტიპის არჩევნებით, რაც ჩვენ დაგვებედა და რასაც ვატარებთ, ვშორდებით ქართულ სახელმწიფოს, ვშორდებით იმას, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია“, – თქვა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g