LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: ყველა გონიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს, ომში არ უნდა ჩაებას, მაგრამ თუ თავს დაესხმებიან, თავი უნდა დაიცვას

250
დავით უსუფაშვილი

„ელემენტარული ჭეშმარიტებაა და ყველა გონიერი ადამიანისთვის არის ცხადი, რომ საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს, ომში არ უნდა ჩაებას, მაგრამ თუ საქართველოს თავს დაესხმებიან, ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას“, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მოქალაქეებსა და მთავრობას  სამშობლოს უსაფრთხოება ერთნაირად ევალება.

„შესაბამისად, მოქალაქესაც და მთავრობასაც ერთნაირად გვევალება სამშობლოს უსაფრთხოება, ომის თავიდან აცილება და ომის შემთხვევაში მისი დაცვა. ამიტომ, გვყავს შეიარაღებული ძალები, გვაქვს ინფრასტრუქტურა და იმიტომ ვარსებობთ, რომ კონსტიტუციური ვალია სამშობლოს დაცვა.

საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ძლიერია, ჩინეთი დიდია, ვიღაცას უფრო დიდი ტანკები ჰყავს, ასეთ ვითარებაში ნორმალური კლიმატი არის გადამწყვეტი. ასეთ ვითარებაში მობილიზებული უნდა ვიყოთ ყველა, ისე როგორც ეკადრება თავმოყვარე ერს. თავდასხმის შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, ქვეყნის დასაცავად და იმაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ მტერი ძლიერია და რა ვქნათ, რა გვეშველება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g