LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწყვეტი აპლოდისმენტები და ყვავილების ზღვა ნინო ანანიაშვილს „მეტროპოლიტენ ოპერაში“ (ვიდეო)

nino-ananiashvili

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებამ „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებები გაავრცელა ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით, „ფეისბუქზე“ სხვადასხვა მასალა ვრცელდება პრიმაბალერინას შესახებ, ფოტო იქნება ეს თუ ვიდეო. მას ღიად უცხადებენ მხარდაჭერას სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები.

ნონა ლოლუას „ფეისბუქზე“ უდევს ვიდეო, სადაც ასახულია 2009 წლის 27 ივნისს, ნინო ანანიაშვილის გამოსვლის შემდგომი აპლოდისმენტები „მეტროპოლიტენ ოპერაში“, როცა მას სცენაზე ყვავილები დააყარეს და დიდხანს არ უშვებდნენ.

„ეს ისეთი ფეიერვერკი იყო, იქ რომ არ ვყოფილიყავი, მონაყოლს ვერ დავიჯერებდი“, აწერია ვიდეოს, რომელიც ახლა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები