UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ნაპოლისა“ და მის ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივროს.
„ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა 18 აპრილს ნეაპოლში გაიმართება.
„ჩვენ მზად ვართ საქომაგოდ“, – წერს მერაბ დვალიშვილი და ნეაპოლში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოს გვიზიარებს ფეისბუკგვერდზე.