LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკანსია ბუკინგემის სასახლეში – დედოფალი ეძებს ჭაღების მწმენდავს, რომელსაც 22 600 ფუნტს გადაუხდის

292
elizabethnews

ცნობილი ხდება, რომ ბუკინგემის სასახლეში ვაკანსიაა. საუბარია ადამიანზე, რომლის მოვალეობაც იქნება სასახლეში არსებული უზარმაზარი და ისტორიული ჭაღების წმენდა. ახალ კადრს კვირაში 20-დან 40 საათამდე სამუშაო დრო ექნება და მისი წლიური ანაზღაურება 22 600 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრება. ახალ კადრს განსაკუთრებულად მოუწევს მუშაობა სადღესასწაულო პერიოდში, რადგან ამ დროს ბუკინგემის სასახლე ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. ამისთვის კი ადმინისტრაცია დამატებით ანაზღაურებას გამოყოფს.

ცნობილია, რომ სასახლეში მუშაობის დაწყებამდე დასაქმებული სპეციალურ მომზადებას გაივლის სასახლის თანამშრომლებთან, რადგან ზუსტად იცოდეს ისტორიული ჭაღების და სხვა ძვირფასი ნივთების მოვლის სპეციფიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები