LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამაყობ, რომ მისი მამა ვარ“  – ჯანლუკა ვაკის 5 თვის გოგონას „მგლის ხახის“ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა

13186
ganlukavaki

ოქტომბრის ბოლოს „მოცეკვავე მილიონერიჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი ბლუ იერუსალიმი შეეძინათ. 2 თვის თავზე ვაკიმ და ფიონსეკამ ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო გამოაქვეყნეს და საზოგადოებას შეატყობინეს, რომ მათი გოგონა რთული გენეტიკური პათოლოგიით, „მგლის ხახის“დიაგნოზით დაიბადა.

დღეს კი ჯანლუკა ვაკი საავადმყოფოდან გადაღებულ ფოტოებს გვზიარებს და ამბობს, ომ მათი 5 თვის გოგონას, ბლუ იერუსალიმს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ კარგად ჩაიარა და პატარა ამჯერად თავს კარგად გრძნობს: „ეს კვირა ჩვენთვის ურთულესი იყო. ის, რომ ჩვენი გოგონა ამხელა განსაცდელს გადის, ჩვენთვის უმძიმესია. ჩვენი ანგელოზი არ წყვეტს ჩემს გაოცებას, ის ისეთი მშვიდია, ვამაყობ, რომ მისი მამა ვარ “- წერს ჯანლუკა ვაკი სოციალურ ქსელში და საავადმყოფოდან ფოტოებს აზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g