LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამპირის მინი-კაბა” და „ტიფანი და კო“-ს ძვირფასი სამკაული – 41 წლის ბიონსეს სენსაციური ლუქი კონცერტზე

296
ბიონსე

ბიონსე Renaissance World Tour-ის ფარგლებში ნამდვილ საოცრებებს ახდენს. რომ არაფერი ვთქვათ მუსიკოსის შთამბეჭდავ ნომრებსა და ქორეოგრაფიაზე, ის ყურადღებას იქცევს საოცარი კოსტიუმებით, რომელიც ყოველ ახალ კონცერტზე, კიდევ უფრო გამაოგნებელია.

ამჯერად 41 წლის მომღერალი შავი ფერის მინი-კაბით გამოჩნდა, რომელსაც დიზაინის გამო, მედიაში „ვამპირის მინი-კაბა“ უწოდეს. ანსამბლი ბიონსემ ფრანკფურტში გამართულ კონცერტზე წარადგინა და კაბას „ტიფანი და კოს“- ძვირფასი სამკაული შეუხამა.

ამ კონცერტზე 41 წლის მომღერალმა მეორე კაბაც მოირგო, ეს გახლდათ „ფერაგამოს“ მოდის სახლის მიერ შექმნილი ლაკის კაბა გრძელი ხელთათმანით.

მეფე და დედოფალი – ბიონსემ და ჯეი-ზიმ „ლუი-ვიტონის“ ჩვენებაზე ფურორი მოახდინეს

ბიონსეს თვალწარმტაცი „ლუქები“ ტურნედან – ვარსკვლავი ფოტოების სერიას ავრცელებს

ვიდეო: ბიონსე „ჯორჯ ჰობეიკას“ ვერცხლის კრისტალებითა და მარგალიტებით მორთულ კოსტიუმში ბერლინში გამართულ კონცერტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები