LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული: პრემიერი

227
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ეს არის ადამიანის არჩევანი, – ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არასწორად იქნა გაგებული.

„რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ჩვენ გამოწვევად გვრჩება მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ჩვენ ვებრძვით ვირუსს, რომელიც არის მომაკვდინებელი. ამისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ფორმატში, თქვენ, ჩემო ახმეტელებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ.” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა

ღარიბაშვილის განცხადებით მსოფლიოში მიმდინარეობს ტენდენცია, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად აცრების ჩატარება.

“ერთ-ერთ გამოსვლაში მოვყევი ქრონოლოგიურად, რომ ეტაპობრივად, ისე, როგორც იკეთებენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებს, ანალოგიურად, როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად ამ აღნიშნული აცრების ჩატარება და ამის მაგალითად მოვყევი, რომ ამერიკაში სექტემბრის თვეში აპირებენ ბოლო ფაზის ავტორიზაციის მინიჭებას ვაქცინისათვის და ვივარაუდე, რომ ალბათ სავალდებულო გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები