LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის თაობაზე – ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს ხელმძღვანელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

356
BeFunky-collage (1)

მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს, რომ ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუს შორის სატელეფონო საუაბრი შედგა.

“ვისაუბრეთ პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.

როგორც ცნობილია, გარდა COVAX-პლატფორმისა, ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მივიღოთ და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი”. – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები