LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ეს ძალიან საგანგაშოა – გაბუნია

66
თამარ გაბუნია

“ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო, წასულიყო ვაქცინის გასაკეთებლად, ასე არ მოხდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

საქართველოში გუშინ 7 720 აცრა ჩატარდა – სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი

გაბუნიამ ბოლო 24 საათში ვაქცინირებულთა რიცხვს ძალიან საგანგაშო უწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირებაა საჭირო:

“ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო, წასულიყო ვაქცინის გასაკეთებლად, ასე არ მოხდა.

გუშინ 24 საათის განმავლობაში 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება – იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით, რათა მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციას პროგრამაში მოცვა.” – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინა 7 720 ადამიანმა გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი, რაც  მოზრდილი მოსახლეობის 24.8%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g