“მოსახლეობის ვაქცინირებული 2 პროცენტი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს, როცა, სადღაც, 30 პროცენტზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვების მოხსნაზე”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ აისახება წარმატებული ვაქცინაციის პროცესი და მისი გავლენა შეზღუდვების მოხსნაზე.
ცერცვაძემ მაგალითად ისრაელის გამოცდილება მოიყვანა და თქვა, რომ თუ ისრაელის მაგალითს გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც:
“ჩვენ თუ ისრაელის მაგალითს გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა ნუ უკავშირებთ, იმიტომ, რომ მოსახლეობის 2 პროცენტი გვყავს აცრილი და 2 პროცენტი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს, აი როცა, სადღაც, 30 პროცენტზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ. ყველანაირი შეზღუდვა ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება – დაპატარავდება დროის ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ტარება იქნება 90-95 პროცენტი.
თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი იქნება 90-90% და ვაქცინაცია იქნება მასობრივი და მთავრობამ მაინც არ მოხსის შეზღუდვებს, მაშინ შეიძლება პრეტენზიები წაუყენოთ მთავრობას.” – განაცხადა ცერცვაძემ.