LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის დანაკარგების შემცირებისთვის პოლიციისა და ჯარის ჩართულობით სათადარიგო სიები შეიქმნება

68
პოლიცია - ჯარი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის დანაკარგების შემცირებისთვის პოლიციისა და ჯარის ჩართულობით სათადარიგო სიები შეიქმნება.

ტიკარაძის თქმით, სამომავლოდ ჯარისკაცები და პოლიციელები სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას.

ამ ეტაპისთვის ვაქცინის 181 დოზა არის დაკარგული.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვას 55 წლის ზემოთ პირებიც შეძლებენ.​ 

გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანაერგილი პაციენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g