LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის შემოტანის 2 გზა არსებობს, არასწორია განცხადება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა კოვაქსის პლატფორმით ვერ შემოვა – გაბუნია

107
გაბუნია

ვაქცინასთან დაკავშირებით, ვურჩევ ადამიანებს სწორი ინფორმაცია გაავრცელონ, ნუ ერევიან ამ პროცესში უხეშად – ამის შესახებ  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში კოვაქსის პლატფორმით ვერ შემოვა, რადგან „ფაიზერმა“ უარი განაცხადა „კოვაქს პროგრამაში“ ჩართვაზე, არასწორია.

„ვურჩევ სწორი ინფორმაციის მოწოდებას ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში ასე უხეშად და უპასუხისმგებლოდ ერევა, რადგან ქვეყანა ძალიან სერიოზულ სამუშაოს აწარმოებს იმ პარტნიორებთან, ვინც შესაძლოა, ვაქცინის მოწოდებაში დაგვეხმაროს“,- აცხადებს გაბუნია.

საქართველო „ფაიზერის“ მწარმოებელთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს: გიორგი ჩალაძე ვაქცინის მწარმოებლისგან და კოვაქსპლატფორმისგან მიღებულ წერილებს ასაჯაროვებს

მინისტრის მოადგილე ასახელებს იმ პარტნიორებს, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები არიან. ესენია: კოვაქსის პლატფორმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, „იუნისეფი“ და ე.წ. გავის ალიანსი.

ამასთან, გაბუნია დეტალურად საუბრობს იმ გზებზე, რომლითაც ვაქცინა საქართველოში შემოვა.

„საქართველოსთვის არის 2 გზა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაქცინა მოხვდეს. ერთი გზა არის კოვაქსის პლატფორმა. ჩვენთვის კოვაქსის პლატფორმა აწარმოებს მოლაპარაკებას მწარმოებელთან. დღევანელ ეტაპზე განიხილება „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება. კოვაქსის პლატფორმა ძალიან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ  პირველივე კვარტლაში ქვეყნებმა მიიღონ „ფაიზერის“ ვაქცინა. შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზეც დაიწყოს იგივე პროცედურები. 

გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკება უშუალოდ ქვეყნებთან, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი წილი ვაქცინა, სხვა ქვეყნებს გაუზიარონ.

თუმცა ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება და მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შეიძლება სხვა ქვეყნიდან განაწილებული ვაქცინა მივიღოთ“, -აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, ქვეყანა კოვიქსპლატფორმის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

„კოვაქს პლატფორიდან ვაქცინის მისაღებად საჭიროა ქვეყანა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს. პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა შეძლოს ცივი ჯაჭვის შენარჩუნება. 

მოთხოვნა 18 იანვრამდე უნდა გაიგზავნოს პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით და იმის გაცხადებისთვის, რომ კონკრეტულად „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად მზად ვართ. იანვრის ბოლომდე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რამდენად შეეძლება პლატფორმას ეს ვაქცინა ქვეყანას მოაწოდოს“.- განაცხადა გაბუნიამ. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები