LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლოვანის პარკის ახალ ვიზიტორთა ცენტრში ტურისტების განთავსებაც იქნება შესაძლებელი

115
1

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ჰექს-ეპერ ჯორჯია-ს პროექტის დირექტორმა, მამედ ჯაფარლიმ ხელი მოაწერეს ვაშლოვანის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის საგრანტო ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ევროკავშირის პროექტის (ENPARD) ფარგლებში, ფინასური დახმარების სახით, 190 629 ლარის გრანტი მიიღო. აღნიშნული გრანტით ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება. ცენტრის მშენებლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანადაფინანსება 67 150 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის აშენება. ახალი შენობის პირველადი და ძირითადი დანიშნულება იქნება სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობა. შესაბამისად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია და კვლევითი მიზნით გამოიყენონ სივრცე. შენობა გამოყენებული იქნება სტუმრების განთავსების მიზნითაც, რაც სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საშუალებას მისცემს, დაცულ ტერიტორიებზე უმასპინძლოს ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს, სკოლის მოსწავლეებს, ეკობანაკებს, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები