LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან“ – ლაიენი და ჯო ბაიდენი

158
Untitled design

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს – ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიკავა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ. ჩვენ, პარტნიორთა ფართო კოალიციასთან ერთად, დავაწესეთ სწრაფი და ყოვლისმომცველი სანქციები, რომლებიც ამცირებს რუსეთის შემოსავალს მისი ომისა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის დასაფინანსებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯო ბაიდენი აცხადებენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და ევროკავშირის ხელმძღვანელობა იღებენ ზომებს, რათა აღიკვეთოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები.

„ჩვენ ერთად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია მთელს მსოფლიოში მესამე ქვეყნების აქტორებისკენ, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები