LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერავინ დაუშლის, გინდ ორ სამსახურში ან სამ ადგილას მუშაობას“ – რა გველოდება დასაქმებულებს იანვრიდან

248
page

ფინელები დღეში 6 საათს მუშაობენ, ამდენივე დროს ატარებენ სამსახურში შვედებიც, კიდევ უფრო ცოტას მუშაობენ ნორვეგიელები – კვირაში 27 საათი ანუ დღეში 5 საათზე ოდნავ მეტი. როგორც კი ასეთ ინფორმაციას გავიგებთ, მაშინვე ავწუწუნდებით და 5-საათიან სამუშაო დროს ვითხოვთ, მაგრამ გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ: ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 48 ათას დოლარზე მეტია, ნორვეგიაში საერთოდ წარმოუდგენელი ციფრია – 79 ათასი დოლარი. ეს ხდება იმ დროს, როცა საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4345 დოლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ მშპ ქვეყნის ცხორების დონის მთავარი განმსაზღვრელია, არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, სად ვართ ჩვენ და სად არიან ნორვეგიელები ანუ რამხელა სხვაობაა 79 ათას დოლარსა და 4 ათას დოლარს შორის. 

მოქალაქეებს შესაძლოა ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა აეკრძალოთ

შრომის კოდექსში ცვლილების განხორციელებას აპირებენ.

სწორედ ამიტომ ქართველები ნორვეგიელებისგან განსხვავებით დღეში 5 საათს კი არა, დღეში 16 საათსაც ვმუშაობთ, რომ როგორმე თვიდან თვემდე არსებობა შევძლოთ. ამ ფონზე, მოულოდნელად ვიგებთ, რომ შეიძლება, სამუშაო საათები შეგვიზღუდონ და ევროკავშირის სტანდარტს გვთავაზობენ – ანუ კვირაში 40 საათს + ზეგანაკვეთური 8 საათი. ევროკავშირი კარგია, მაგრამ უფრო კარგია მეტი ხელფასი. გაჩნდა კითხვა: თუ მე, ინდივიდუალურად შევუთანხმდი დამსაქმებელს და კონკრეტულ თანხაზე ვმუშაობ 8-ის ნაცვლად 12 საათს, მექნება თუ არა კანონის ამოქმედების შემდეგ ამის უფლება. ამ კითხვით რადიო „ფორტუნამ“ კანონპროექტის ინიციატორს, დიმიტრი ცქიტიშვილს მიმართა.

„არსებობს სპეციფიური სამსახურები, სადაც შეზღუდვები ახლაც მოქმედებს, მაგ. მეტროს მემანქანე. ეს ცალკე სფეროა და ახლა ამას არ განვიხილავთ. სხვა სფეროებში არსებობს სტანდარტი – ნორმირებული და ზეგანაკვეთური შრომა, ეს არის ევროკავშირის სტანდარტი, კვირაში 40 საათს + 8 საათი. ამის მიღმა თუ ადამიანს უნდა შრომა, ამას ბუნებრივია, ვერავინ დაუშლის, გინდა ორ სამსახურში ან სამ სამახურში. თუ ის 3-4 სამსახურში მუშაობს, 40 საათიც იმუშავა, 8 საათიც დამატებით და ა.შ. და მას დამსაქმებელი კიდევ აძალებს, რომ უნდა იმუშავოს უფრო მეტი, ამაზე ვსაუბრობთ. თუ დასაქმებულს უნდა მუშაობა, მას ვერავინ აუკრძალავს. ასეთი სურვილი უმეტესად არის ისეთ სამსახურში, სადაც ინტელექტუალური შრომაა საჭირო, ფიზიკურად ამდენს ვერ შეძლებს. მაგ. მძიმე მრეწველობაში, თუნდაც ოფიციანტი, 8-10 საათი რომ დგას ფეხზე – მათთვის არის დაცვის მექანიზმი. 

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, შესაძლოა, შეიცვალოს - გაიგეთ, რა შეიცვლება კანონში

ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება

ეს არ შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც თვითონ აქვს ჰარმონიული ურთიერთობა თავის დამსაქმებელთან, დავუშვათ ოფისში მუშაობს, მერე მიდის ლექციებს კითხულობს და ა.შ. მათ არ ეხებათ“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

არადა, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადამიანების სამუშაო საათები 7 დღეში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს. დიმიტრი ცქიტიშვილმა ამაზე გვიპასუხა, რომ ერთი ფრაზა, წინადადება ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ, გარდა ამისა, გვითხრა, რომ შემდეგ ვერსიაში უფრო მეტად დაზუსტდება დეტალები.

იდეის ავტორმა კიდევ ერთხელ განგვიმარტა – კვირაში 50 საათს იმუშავებს ადამიანი მისი სურვილით თუ 52-ს, ამაში სახელმწიფო არ ერევა. “კანონი დაიცავს მათ, ვისაც დამსაქმებელი აიძულებს მეტი სამუშაოს შესრულებას”, – ამბობს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება აღსრულებას, დამსაქმებლის მხრიდან იძულების, მუქარის, შემთხვევაში, დასაქმებული შრომის ინსპექციას დაუკავშირდება, რომელიც ადგილზე მივა და დაადგენს დარღვევას. ცქიტიშვილის ინფორმაციით, იქნება სანქციებიც, მანამდე კი ინსპექცია დამსაქმებელს გაფრთხილებას მისცემს. მისივე თქმით, არასწორი კამპანია დამსაქმებლებმა აუგორეს.

რადიო „ფორტუნა“ დამსაქმებელთა ინტერესების გასარკვევად ბიზნესასოციაციას დაუკავშირდა. ნიკოლოზ ნარუაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ცალსახად იდეის წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ რეგულაციების მოსალოდნელი შედეგების შეფასებას ითხოვენ.

„ე.წ. „ოვერთიამებზე“ მთელი ევროპა მუშაობს. ცხადია, არ ვსაუბრობთ, ვიღაცამ ვიღაც იძულებით ამუშავოს. ჩვენი პოზიცია ასეთია – კანონპროექტს სჭირდება რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ანუ დათვლა, რას მივიღებთ და რა დაგვიჯდება, ყველა რეგულაციას თავისი ხარჯი აქვს. ჩვენ 2 დღის განმავლობაში ვკამათობდით ინიციატორებთან, თუმცა მთავარ საკითხზე, რომ რეგულირების ზეგავლენას შეფასება სჭირდება – ამაზე იყო მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება.შეფასება მნიშვნელოვანია.

თუ დავინახათ, რომ ეს სამუშაო ადგილებს შეამცირებს, სამომხმარებლო პროდუქტს გააძვირებს, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს ან სხვა ფორმით უნდა გაკეთდეს“, – აცხადებს ნარუაშვილი.  

დამსაქმებლები ე.წ. „შავი ბაზრის“ გაჩენის საშიშროებაზეც საუბრობენ, რომ თუ სამუშაო საათებზე ლიმიტი დაწესდა, თანამშრომელს ოფიციალურად აღარავინ გააფორმებს.

„თქვენ რომ გქონდეთ შემოთავაზება, სადაც 50%-ით მეტს გადაგიხდიან, ხომ წახვალთ. პრობლემა ისაა, რომ ალტერნატიული სამუშაო ადგილები არ არის, სადაც უკეთესი პირობებია. მივდივართ იქამდე, რომ ვართ ღარიბი ქვეყანა, წინ მივდივართ, მაგრამ ნელი ტემპებით“, – აცხადებს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი.

კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს, მისი ამოქმედება კი, იანვრიდან იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები