LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვფიქრობ, ჩემი როგორც მამის მოვალეობაა, რემედიოსს დავეხმარო გახდეს კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი და ბედნიერებისკენ სვლაში ხელი არ შევუშალო” – დათო გორგილაძე მამა-შვილობაზე

205
BeFunky-collage - 2023-02-02T213108.117

ტელეწამყვანი დათო გორგილაძე ჟურნალ OK-სთან ინტერვიუში მშობლად ყოფნის ბედნიერებასა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, მისი როგორც მამის მოვალეობაა, შვილს მოსიყვარულე და წესიერ ადამიანად გახდომაში დაეხმაროს.

“მგონი ისე ხდება, რომ მშობლობაზე, მშობლის პასუხისმგებლობასა და მშობლად ყოფნის ბედნიერებაზე მანამდე უფრო მკაფიო წარმოდგენა გაქვს, სანამ შენს ცხოვრებაში შვილი გაჩნდება.

ჯერ ეიფორიაში ხარ, ნელ-ნელა კი ხვდები, რომ პასუხისმგებლობა სერიოზული და ყოველდღიურია, ბედნიერების განცდა კი იმაზე ბევრად ამაღლებული, ვიდრე წარმოგედგინა.

ვფიქრობ, ჩემი როგორც მამის მოვალეობაა, რემედიოსს დავეხმარო გახდეს წესიერი მოქალაქე, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი და, რაც მთავარია, ბედნიერებისკენ სვლაში ხელი არ შევუშალო”, – საუბრობს დათო გორგილაძე.

ფოტოს ავტორი: ჟურნალი OK

ვიდეო: რით გააღიზიანა ქეთათო დათო გორგილაძემ: „შენ ის არ ხარ, ჩემზე რომ ღადაობდი?“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს“

„ქვეყანას, სადაც ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ, აშენებს ჰუმანური საზოგადოება და არა სასიკვდილო სატელევიზიო რეალითი შოუს შემყურე, სიკვდილით მოსეირე ხალხი“ – დათო გორგილაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები