LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილს ამერიკულ „ნიჭიერში“ და Pop Idol-ში მონაწილეობისთვის იწვევენ

1236
alexandrezazarashvili

15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ახლახან კონექტიკუტის შტატის ადგილობრივი „ნიჭიერის“ ფინალში „ოქროს ღილაკის“ საშუალებით გადავიდა. მას უკვე აქვს შეთავაზებები, მიიღოს მონაწილეობა ამერიკულ „ნიჭიერში“ და ასევე Pop Idol-ში.

ოქროს ღილაკით გადავედი – ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალშია

ალექსანდრე „ფორმულას“ დილის ეთერს ჩაერთო და საკუთარი წარმატების შესახებ ისაუბრა:

„წელიწადნახევრიანი პაუზა მქონდა აღებული, რადგან ხმის შეცვლის პერიოდი მქონდა. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა ამ შესვენების შემდეგ. როცა ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, როცა სცენაზე გავიდოდი, ჩემი პირველი გამოსვლისას ხმის შეცვლის შემდეგ, ძალიან ვნერვიულობდი. როცა ასეთი შეფასებები დავინახე ჟიურის წევრებისა და მაყურებლების მხრიდან, ოდესმე თუ ეჭვი შემპარვია საკუთარ თავში, იმ წამიდან გამიქრა. როცა კონკურსში გავდივარ, ჩემი მიზანია, ახალი ადამიანები გავიცნო, ახალი კონტაქტები მქონდეს და მივიღო მიწვევები სხვა პროექტებიდან. მთავარი ის არის, რომ ახალი შესაძლებლობები და შანსები გამოჩნდეს. დადგება ის დღე, როცა მივაღწევ წარმატებას, რისთვისაც ასე ვიბრძვი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები