LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აზოვსტალზე, დაბომბვების მიუხედავად, უკრაინის დროშა ფრიალებს

396
აზოვსტალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე იერიშები ისევ გრძელდება. დონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქარხანაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

დაბომბვების მიუხედავად, აზოვსტალის ქარხანაზე უკრაინის დროშაა აღმართული. ვიდეოს მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანრიუშჩენკო აქვეყნებს.

გამოქვეყნებულ ვიდეოში აფეთქებების ხმა ისმის.

“მარიუპოლი. აზოვსტალი დღეს.. წინააღმდეგობის 75-ე დღე. ურყევი და უძლეველი… ქედს ვუხრით მარიუპოლის ყველა ჩვენს დამცველს. არ არსებობს სინონიმები თქვენი გამბედაობისა. ყველანი თქვენი მოვალენი ვართ”. – წერს მერის მრჩეველი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g